მანანა დუმბაძე - საოჯახო სასტუმრო ,,მოყვარე“
მანანა დუმბაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეტყეში ცხოვრობს, 15 წელია მისი ცხოვრების რიტმი შეიცვალა. სამი შვილის დედას დღეს უკვე აქვს წარმატებული საოჯახო ბიზნესი. საოჯახო სასტუმრო გამოირჩევა იმით, რომ აქ განთავსებისა და კვების გარდა სტუმრებს სთავაზობენ ქართული პოლიფონიური სიმღერების შესწავლას. ანსამბლში ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელი მღერის, რომლის უხუცესი წევრი 83 წლისაა. სასტუმროს ერთი ქალი დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. მანანას სტუმრობენ ფოლკლორული ჯგუფები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ირლანდიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან. როგორც თავად აღნიშნავს, „სამომავლო ხედვებისა და საჭიროებების განსაზღვრაში ქედის მუნიციპლიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ქალთა ოთახი დაეხმარა.