ჩვენ შესახებ

,,ქალთა ოთახების გაერთიანება“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ს/ნ 448057094), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, 32 თვითმმართველ ერთეულში არსებული 32 მუნიციპალური „ქალთა ოთახის“ გაძლიერება, მათი კორდინირებული მუშაობის და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობა. 

„ქალთა ოთახების გაერთიანების“ წესდების მიხედვით, მისი წევრი შეიძლება გახდეს ის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს „ქალთა ოთახი“ და სურს სხვა მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციაში განახორციელოს ყველა ის აქტივობა, რომელიც ქალთა და გოგონათა გაძლიერებას უკავშირდება და გაწერილია საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი ქვეყნის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო კონვენციებში.

სრულად

წარმატების ისტორია

ნინო გაბრიაძე - მშრალი ხილის საწარმოს მფლობელი

ნინო პროფესიით ეკონომისტია. დაიბადა და გაიზარდა ქ. გორში. დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად  აჭარაში გადავიდა და 16 წელია ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში. ნინომ  მეგობრისაგან გაიგო „ქალთა ოთახის“ არსებობის შესახებ, სადაც ის სისტემატიურად ესწრებოდა   შეხვედრებს თუ ტრენინგებს. მან მიიღო შესაბამისი ცოდნა  და მიზნობრივად გამოიყენა საკუთარი საქმიანობისთვის.

"ქალთა ოთახის" დახმარებით გაიზარდა მისი სანაცნობო წრე, რამაც...

სად ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ წარმოდგენილი საქართველოს 32 მუნიციპალიტეტში, მისამართები იხილეთ რუკაზე

 

+995 599 26 86 50; +995 599 56 02 83
womensroomunion@gmail.com