ვაფა ბადალოვა - სილამაზის სალონის მფლობელი
ვაფა ბადალოვა 35 წლის მარტოხელა დედაა ქალაქ მარნეულიდან. მეუღლე ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და მას მერე დაუღალავად შრომობს, რომ მის შვილს არაფერი მოაკლდეს. ის ქალაქ მარნეულში მრავალპროფილურ სილამაზის სალონს ფლობს. ქალთა ოთახთან დიდხნიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ვაფას სალონში აქვს სასწავლო კურსები, სადაც ქალთა ოთახის ბენეფიციარებს ცოდნას უზიარებს.