კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობა
ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცე ,,ქალთა ოთახი“ ადგილობრივ მოსახლეობას (განსაკუთრებით გოგონებსა და ქალებს) სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ ღია სივრცეს სოციალურ-ეკონომიკური ატივობისთვის.
ქალთა ოთახის ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:
კომპიუტერითა და ინტერნეტით
ქალთა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერით, პროექტორით, პრინტერითა და ინტერნეტით. თქვენ შეგიძლიათ ქალთა ოთახში არსებული კომპიუტერი გამოიყენოთ თქვენი ცოდნის, უნარების და ფინანსების გაზრდის მიზნით. შეგიძლიათ დაესწროთ ონლაინ შეხვედრებს, შეიმუშაოთ ბინზეს გეგმაზე, მოამზადოთ პრეზენტაცია, შეადგინოთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მოიძიოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი კოსნულტაციით, რაც თქვენთვის და თქვენი საქმიანობისთვის იქნება მნიშნელოვანი.