ქალთა ოთახების გაერთიანებამ ეთიკის კოდექსი დაამტკიცა
2024 წლის 8 თებერვალს ააიპ ქალთა ოთახების გაერთიანების გამგეობის წევრთა ონლაინ შეხვედრაზე ორგანიზაციამ ეთიკის კოდექსი დაამტკიცა.
ქალთა ოთახების გაერთიანების ეთიკის კოდექსის მიზანია:
- გაერთიანების წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებისადმი პატივისცემის განმტკიცება.
- კოდექსი განსაზღვრავს იმ ძირითად ღირებულებებს, ქცევის ნორმებს და ეთიკის პრინციპებს, რასაც პატივი უნდა სცეს გაერთიანების ყველა წევრმა და აპარატში დასაქმებულმა ყველა თანამშრომელმა.
- კოდექსში აღნიშნული ნორმებისა და ღირებულებების პატივისცემით ამაღლდება ჩართული და დაინტერესებული მხარეების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებს და ბენეფიციარების ნდობა გაერთიანების საქმიანობისა და პროექტების მიმართ.
გაერთიანების ძირითადი ეთიკური ღირებულებებია:
- ადამაინის ძირითად უფლებებათა და თავისუფლებებათა პატივისცემა
- სამართლიანობა
- დისკრიმინაციის დაუშვებლობა
- ინკლუზიურობა
- პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
- ობიექტურობა
- მიუკერძოებლობა
- გამჭვირვალობა და ღიაობა
- ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობა
- გუნდურობა და კოლეგიალობა
- პროფესიონალიზმი
კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულების კონტროლს ახორციელებს ეთიკის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან ელზა პაპოშვილი, თამთა ზაქარიაშვილი და ქეთი მახარაძე.