ქალთა ოთახების გაერთიანების პროექტის ფარგლებში საბიუჯეტო პროექტები მომზადდა
პროექტის ,,ქალთა გაძლიერება და არსებითი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში" ფარგლებში გადამზადდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალთა ჯგუფი თემაზე: ადგილობრივი საჭიროებების დადგენის ტექნიკა, ინიციატივის სამოქმედო გეგმის გაწერის ტექნიკა და ადვოკატირება.
გადამზადებულ ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ორი საბიუჯეტო პროქტი მოამზადა და წარუდგინა ნინოწმინდის მერიას მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
პროექტი ითვალისწინებს ნორაშენისა და ხოჯაბეკის უბნებში ბავშვთა გასართობის სივრცეებისა და ტრენაჟორების მოწყობას ახალგაზრდებისთვის.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)- ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) - სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.